Paysera API ინტეგრაცია
მძლავრი ინსტრუმენტები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, Paysera-ს მომსახურება პირდაპირ თქვენს ბიზნეს სისტემებში ინტეგრიროთ.
API საშუალებას მოგცემთ, ავტომატიზიროთ პაკეტური გადარიცხვები, რეალურ დროში მიიღოთ ანგარიშის ამონაწერი ან განახორციელოთ ვალუტის კონვერტაცია ყველაზე ხელსაყრელი კურსით.
უსაფრთხო და მოქნილი გადაწყვეტილება ბიზნესისთვის, რომელსაც სურს ფინანსური ტრანზაქციების ავტომატიზაცია, დროის დაზოგვა და შეცდომების თავიდან აცილება.
ავტომატური პაკეტური გადახდები
დაიღალეთ ასობით ან ათასობით გადახდის ხელით შესრულებით? მიანდეთ ეს თქვენს ბიზნეს ან საბუღალტრო სისტემას. Paysera-სთან დაკავშირების შემდეგ ყველა გადახდა ავტომატურად გაიგზავნება.
მართეთ ფულადი ნაკადები რეალურ დროში
მოსახერხებელი და უსაფრთხო ავტორიზაცია თქვენი მომხმარებლებისთვის
გადახდები ბანკებში – დამატებითი მოქმედებების გარეშე
Paysera ღია ბანკინგი – მეტი შესაძლებლობა თქვენი ბიზნესისთვის
შესთავაზეთ თქვენს მომხმარებლებს მეტი კომფორტი. Paysera ღია ბანკინგის ინსტრუმენტებით შეგიძლიათ ფინანსური მომსახურება პირდაპირ თქვენს ვებგვერდზე ან აპლიკაციაში ინტეგრიროთ. ყველა ფინანსური ტრანზაქცია სრულდება მხოლოდ მომხმარებლის მკაფიო თანხმობის მიღების შემდეგ.
შესაძლებლობები Paysera ღია ბანკინგის API-ით
გადახდების ინიციირება პირდაპირ თქვენი პლატფორმიდან
მიეცით თქვენს მომხმარებლებს საშუალება, საქონლის ან მომსახურების საფასური პირდაპირ თქვენს ვებგვერდზე ან აპლიკაციაში გადაიხადონ. მომხმარებელმა მხოლოდ Paysera უნდა აირჩიოს გადახდის მეთოდად და ტრანზაქცია უსაფრთხოდ დაადასტუროს. არანაირი დამატებითი მონაცემის შეყვანა – სწრაფად, მოსახერხებლად და უსაფრთხოდ.
ანგარიშის ინფორმაციის მიღება მომხმარებლის თანხმობით
თუ ქმნით ფინანსების მართვის, საბუღალტრო ან ანალიზის ინსტრუმენტს, თქვენს მომხმარებლებს შეგიძლიათ შესთავაზოთ Paysera ანგარიშით ავტორიზაცია. მომხმარებლის თანხმობის მიღების შემდეგ თქვენი სისტემა უსაფრთხოდ მიიღებს ანგარიშის ამონაწერსა და ბალანსს, ხოლო მომხმარებლები მთელ თავიანთ ფინანსებს ერთ ადგილას იხილავენ – სწორედ თქვენს პლატფორმაზე.
ბალანსის შემოწმება რეალურ დროში
ბარათით გადახდის შესრულებამდე შეგიძლიათ მყისიერად შეამოწმოთ, აქვს თუ არა მომხმარებელს Paysera ანგარიშზე საკმარისი თანხა. თქვენი სისტემა ზუსტი ბალანსის შესახებ ინფორმაციას არ მიიღებს – მხოლოდ დადასტურებას „დიახ“ ან „არა“. ეს უზრუნველყოფს მომხმარებლის კონფიდენციალურობას და ამცირებს წარუმატებელი ტრანზაქციების რისკს.