Paysera API ინტეგრაცია

მძლავრი ინსტრუმენტები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, Paysera-ს მომსახურება პირდაპირ თქვენს ბიზნეს სისტემებში ინტეგრიროთ.

API საშუალებას მოგცემთ, ავტომატიზიროთ პაკეტური გადარიცხვები, რეალურ დროში მიიღოთ ანგარიშის ამონაწერი ან განახორციელოთ ვალუტის კონვერტაცია ყველაზე ხელსაყრელი კურსით.

უსაფრთხო და მოქნილი გადაწყვეტილება ბიზნესისთვის, რომელსაც სურს ფინანსური ტრანზაქციების ავტომატიზაცია, დროის დაზოგვა და შეცდომების თავიდან აცილება.

#
#

ავტომატური პაკეტური გადახდები

დაიღალეთ ასობით ან ათასობით გადახდის ხელით შესრულებით? მიანდეთ ეს თქვენს ბიზნეს ან საბუღალტრო სისტემას. Paysera-სთან დაკავშირების შემდეგ ყველა გადახდა ავტომატურად გაიგზავნება.

მართეთ ფულადი ნაკადები რეალურ დროში

#

ინფორმაცია გადახდების შესახებ – მყისიერად

თქვენი ბიზნეს ან საბუღალტრო სისტემა შეტყობინებას მიიღებს მაშინვე, როგორც კი გადახდა შესრულდება.

#

საიმედო და უსაფრთხო მონაცემთა გადაცემა

ყველა სენსიტიური ფინანსური ინფორმაცია დაშიფრულია და უსაფრთხო არხით პირდაპირ თქვენს სისტემაში იგზავნება, რაც სრულ კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს.

#

ყველაფერი თქვენს საბუღალტრო პროგრამაში

დაივიწყეთ მონაცემთა იმპორტი და ხელით შესრულებული სამუშაო – სისტემების დაკავშირების შემდეგ გადახდების შესახებ სრული ინფორმაცია ავტომატურად გამოჩნდება თქვენს საბუღალტრო პროგრამაში.

მოსახერხებელი და უსაფრთხო ავტორიზაცია თქვენი მომხმარებლებისთვის

#

ავტორიზაცია ახალი რეგისტრაციის გარეშე

მომხმარებლებს შეუძლიათ თქვენი მომსახურებით სარგებლობა მყისიერად დაიწყონ – არსებული Paysera ანგარიშით ავტორიზაციით. არანაირი ახალი პაროლი, არანაირი ხანგრძლივი რეგისტრაცია.

#

თქვენი წესები, მომხმარებლის არჩევანი

განსაზღვრეთ, რომელი მონაცემებია თქვენთვის აუცილებელი, ხოლო მომხმარებლები თავად გადაწყვეტენ, რომელი დამატებითი ინფორმაცია გაგიზიარონ.

#

ყოველთვის ზუსტი მომხმარებელთა მონაცემები

მიიღეთ ვერიფიცირებული და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ. მონაცემების შეცვლის შემთხვევაში ისინი თქვენს სისტემაში ავტომატურად განახლდება.

#

უმაღლესი დონის უსაფრთხოება

მომხმარებლების ვინაობას ჩვენ დავადასტურებთ, ამიტომ მათ თქვენს სისტემაში კიდევ ერთი პაროლის შექმნა და დამახსოვრება არ მოუწევთ.

გადახდები ბანკებში – დამატებითი მოქმედებების გარეშე

#

ავტომატური გადარიცხვები პირდაპირ თქვენი პროგრამიდან

მიანდეთ თქვენს ბიზნეს პროგრამას გადარიცხვების შესრულება. საკმარისია თქვენს სისტემაში მიუთითოთ თანხა და მიმღები – გადახდა ავტომატურად გაიგზავნება პირდაპირ საჭირო ანგარიშზე.
#

გადახდები ერთი ღილაკის დაჭერით

დაივიწყეთ მუდმივი ავტორიზაცია და რთული ფორმები. დაადასტურეთ გადახდა თქვენს პროგრამაში და თანხა მყისიერად გადაირიცხება. ასე დაზოგავთ დროს და თავიდან აიცილებთ შეცდომებს.

Paysera ღია ბანკინგი – მეტი შესაძლებლობა თქვენი ბიზნესისთვის

შესთავაზეთ თქვენს მომხმარებლებს მეტი კომფორტი. Paysera ღია ბანკინგის ინსტრუმენტებით შეგიძლიათ ფინანსური მომსახურება პირდაპირ თქვენს ვებგვერდზე ან აპლიკაციაში ინტეგრიროთ. ყველა ფინანსური ტრანზაქცია სრულდება მხოლოდ მომხმარებლის მკაფიო თანხმობის მიღების შემდეგ.

#

შესაძლებლობები Paysera ღია ბანკინგის API-ით

გადახდების ინიციირება პირდაპირ თქვენი პლატფორმიდან

მიეცით თქვენს მომხმარებლებს საშუალება, საქონლის ან მომსახურების საფასური პირდაპირ თქვენს ვებგვერდზე ან აპლიკაციაში გადაიხადონ. მომხმარებელმა მხოლოდ Paysera უნდა აირჩიოს გადახდის მეთოდად და ტრანზაქცია უსაფრთხოდ დაადასტუროს. არანაირი დამატებითი მონაცემის შეყვანა – სწრაფად, მოსახერხებლად და უსაფრთხოდ.

ანგარიშის ინფორმაციის მიღება მომხმარებლის თანხმობით

თუ ქმნით ფინანსების მართვის, საბუღალტრო ან ანალიზის ინსტრუმენტს, თქვენს მომხმარებლებს შეგიძლიათ შესთავაზოთ Paysera ანგარიშით ავტორიზაცია. მომხმარებლის თანხმობის მიღების შემდეგ თქვენი სისტემა უსაფრთხოდ მიიღებს ანგარიშის ამონაწერსა და ბალანსს, ხოლო მომხმარებლები მთელ თავიანთ ფინანსებს ერთ ადგილას იხილავენ – სწორედ თქვენს პლატფორმაზე.

ბალანსის შემოწმება რეალურ დროში

ბარათით გადახდის შესრულებამდე შეგიძლიათ მყისიერად შეამოწმოთ, აქვს თუ არა მომხმარებელს Paysera ანგარიშზე საკმარისი თანხა. თქვენი სისტემა ზუსტი ბალანსის შესახებ ინფორმაციას არ მიიღებს – მხოლოდ დადასტურებას „დიახ“ ან „არა“. ეს უზრუნველყოფს მომხმარებლის კონფიდენციალურობას და ამცირებს წარუმატებელი ტრანზაქციების რისკს.