ადგილობრივი და საერთაშორისო გადარიცხვები - გადარიცხეთ თანხა მარტივად
გააგზავნეთ ფული საზღვარგარეთ 20-ზე მეტ ვალუტაში კონკურენტულ ფასებში და მართეთ თქვენი ყველა ფინანსური ოპერაცია ერთ სივრცეში — Paysera-ს მულტისავალუტო ანგარიშის მეშვეობით.
რა ტიპის გადარიცხვების განხორციელება შეგიძლიათ Paysera-ს მეშვეობით?
საბანკო გადარიცხვები დისტანციურად, მობილური აპლიკაციის ან ვებგვერდის საშუალებით
საზღვარგარეთ ფულის გაგზავნა არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი. ახლა უკვე შეგიძლიათ GEL & EUR ვალუტებში გადარიცხვები პირდაპირ თქვენი ტელეფონიდან განახორციელოთ Paysera აპლიკაციის გამოყენებით.
შედით აპლიკაციაში > გადარიცხვები > ახალი გადარიცხვა > საბანკო გადარიცხვა და მიუთითეთ საჭირო დეტალები.
თუ რიცხავთ თანხას ლარისა და ევროსგან განსხვავებულ ვალუტაში - გაიარეთ ავტორიზაცია Paysera ონლაინ ბანკში და შეასრულეთ გადარიცხვა ინტერნეტ ბანკის გამოყენებით.
ჯერ კიდევ არ გაქვთ Paysera-ს ანგარიში?
გახსენით ახლავე >
სწაფი და მარტივი გადარიცხვები, ხელსაყრელი ტარიფით
შეასრულეთ Paysera-ს მომხმარებლებს შორის გადარიცვა უფასოდ. თანხა მიმღების ანგარიშზე ისახება მყისიერად.
შეასრულეთ საბანკო გადარიცხვები 20 განსხვავებულ ვალუტაში, ხელსაყრელი ტარიფით.
პეისერა ბანკი საქართველო გთავაზობთ ყველაზე სწრაფ და მარტივ გადარიცხვებს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. Paysera-ს ქსელის მეშვეობით აქციეთ საერთაშორისო გადარიცხვა ადგილობრივად.
ევროში თანხის გადარიცხვის საკომისიო >
ევროსგან განსხვავებულ ვალუტაში თანხის გადარიცხვის საკომისიო>
ვალუტის კონვერტაცია ხელსაყრელი გაცვლითი კურსით
პეისერა ბანკი საქართველო მუდმივად გთავაზობთ 30+ ვალუტაში ხელსაყრელ გაცვლით კურსს. დააკონვერტირეთ თანხა მარტივად Paysera Super App-ის ან ინტერნეტ ბანკის გამოყენებით.
ხშირად დასმული კითხვები
პეისერა ბანკი საქართველოს მიერ შემოთავაზებული SEPA გადარიცხვები სრულდება 1 სამუშაო დღის განვალობაში, ხოლო SEPA Instant გადარიცხვები - რამდენიმე წუთში. საერთაშორისო გადარიცხვები შესრულდება 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
გამონაკლის შემთხვევაში საერთაშორისო გადარიცხვის შესრულებას შესაძლოა დასჭირდეს 3 დღეზე მეტი, რაც დამოკიდებულია საკორესპონდენტო ბანკების სამუშაო საათებსა და დღეებზე.
იმისათვის, რომ გადმორიცხოთ თანხა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტიდან ადგილობრივ ბანკში სწრაფად, მარტივად და დამატებითი საკომისიოების გარეშე, გამოიყენეთ Paysera-ს ქსელი, როგორც შუამავალი - აქციეთ საერთაშორისო გადარიცხვები ადგილობრივად. გადმორიცხეთ თანხა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტიდან > თქვენს Paysera ევროპულ ანგარიშზე > და შემდეგ გადაირცხეთ ადგილობრივ ბანკში. საჭიროების შემთხვევაში დააკონვერტირეთ თანხა Paysera ევროპულ ანგარიშზე ხელსაყრელი კურსით.
პირევლი საფეხური - ჩარიცხეთ თანხა თქვენს Paysera ევროპულ ანგარიშზე
გაიარეთ ავტორიზაცია Paysera მობილურ აპლიკაციაში, დააჭირეტ ღილაკს - "შევსება" > "აირჩიეთ შევსების ქვეყანა" > "აირჩიეთ შევსების ვალუტა" და მიიღეთ გენერირებული ინსტრუქცია, თუ როგორ გადმორიცხოთ თანხა თქვენს ანგარიშზე.
მეორე საფეხური - გადარიცხეთ თანხა თქვენი Paysera ევროპული ანგარიშიდან ადგილობრივ ბანკში
მას შემდეგ რაც თანხა აისახება თქვენს Paysera ევროპულ ანგარიშზე, აირჩიეთ "გადარიცხვები" > "ახალი გადარიცხვები" > "საბანკო გადარიცხვა" და შეავსეთ სავალდებულო ინფორმაცია. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დააკონვერტიროთ თანხა Paysera Super App-ის გამოყენებით: აირჩიეთ "გადარიცხვები" > "ვალუტის გადაცვლა" და შეასრულეთ სასურველ ვალუტაში კონვერტაცია.
- საკუთარ ანგარიშებს შორის.
- Paysera-ს ქსელში გადარიცხვა.
- საბანკო გადარიცხვა
- გადარიცხვა ლარში და ევროში
- გადარიცხვა ლარისა და ევროსგან განსხვავებულ ვალუტაში
გადარიცხვები ლარისა და ევროსგან განსხვავებულ ვალუტაში შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტ ბანკის გამოყენებით.