ადგილობრივი და საერთაშორისო გადარიცხვები - გადარიცხეთ თანხა მარტივად

გააგზავნეთ ფული საზღვარგარეთ 20-ზე მეტ ვალუტაში კონკურენტულ ფასებში და მართეთ თქვენი ყველა ფინანსური ოპერაცია ერთ სივრცეში — Paysera-ს მულტისავალუტო ანგარიშის მეშვეობით.

#

რა ტიპის გადარიცხვების განხორციელება შეგიძლიათ Paysera-ს მეშვეობით?

გადარიცხვები ლარში

მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს Paysera-ს სხვა მომხმარებელი — შეგიძლიათ მას ფული წამებში გაუგზავნოთ ნებისმიერ ხელმისაწვდომ ვალუტაში, უფასოდ ან ძალიან დაბალი საკომისიოს ფასად.

SEPA გადარიცხვები

SEPA გადარიცხვები – სტანდარტული (არასასწრაფო) ევროს გადარიცხვებია EEA-ის (ევროპის ეკონომიკური სივრცის) სხვა SEPA ბანკებში. ისინი ძირითადად უფასოა და შეიძლება შესრულდეს ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.
გაიგეთ მეტი >

SEPA Instant გადარიცხვები

SEPA Instant გადარიცხვები ძირითადად უფასო, 24/7 რეჟიმში განხორციელებადი ევროს გადარიცხვებია, რომლებიც მიმღებს წამებში მიუვა. მიმღების ბანკი უნდა მდებარეობდეს EEA-ში და იყოს SEPA Instant სქემის მონაწილე. გადარიცხვის ლიმიტი შეადგენს 100 000 ევროს.
გაიგეთ მეტი >

გადარიცხვები ევროში ევროპის ეკონომიკური ზონის საზღვრებს გარეთ

გააგზავნეთ ევროს გადარიცხვები ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) ფარგლებს გარეთ მდებარე ბანკებში, რომლებიც არიან TARGET2 სისტემის წევრები. გადარიცხვას შეიძლება დასჭირდეს 3 სამუშაო დღემდე და მისი ღირებულება იწყება 7 ევროდან.

საერთაშორისო გადარიცხვები ევროსგან განსხვავებულ ვალუტაში

შეასრულეთ გადარიცხვები 20-ზე მეტ ვალუტაში სხვა ქვეყნებში, მიიღეთ გადახდები საზღვარგარეთიდან და გადააკეთეთ თანხა სხვადასხვა ვალუტაში ერთი და იმავე ანგარიშის ფარგლებში.
გაიგეთ მეტი >

გადარიცხვები Paysera-ს მომხმარებლებს შორის

Paysera-ს მომხმარებლებს შორის გადარიცხვები სრულდება ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი ადგილიდან, 30+ ვალუტაში. თანხა მიმღების ანგარიშზე ისახება მომენტალურად.

რეგიონალური ფულის გადარიცხვები

სწრაფი და მოსახერხებელი ფულის გადარიცხვები უკრაინაში IPS PrivatMoney-ისა და IPS Globus-ის მეშვეობით უშუალოდ თქვენი Paysera-ს ანგარიშიდან, რეგიონალური ფულის გადარიცხვის სისტემების გამოყენებით.

საბანკო გადარიცხვები დისტანციურად, მობილური აპლიკაციის ან ვებგვერდის საშუალებით  

საზღვარგარეთ ფულის გაგზავნა არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი. ახლა უკვე შეგიძლიათ GEL & EUR ვალუტებში გადარიცხვები პირდაპირ თქვენი ტელეფონიდან განახორციელოთ Paysera აპლიკაციის გამოყენებით.
შედით აპლიკაციაში > გადარიცხვები > ახალი გადარიცხვა > საბანკო გადარიცხვა და მიუთითეთ საჭირო დეტალები.

თუ რიცხავთ თანხას ლარისა და ევროსგან განსხვავებულ ვალუტაში - გაიარეთ ავტორიზაცია Paysera ონლაინ ბანკში და შეასრულეთ გადარიცხვა ინტერნეტ ბანკის გამოყენებით. 

ჯერ კიდევ არ გაქვთ Paysera-ს ანგარიში?
გახსენით ახლავე >

#

სწაფი და მარტივი გადარიცხვები, ხელსაყრელი ტარიფით  

შეასრულეთ Paysera-ს მომხმარებლებს შორის გადარიცვა უფასოდ. თანხა მიმღების ანგარიშზე ისახება მყისიერად.  

შეასრულეთ საბანკო გადარიცხვები 20 განსხვავებულ ვალუტაში, ხელსაყრელი ტარიფით.  

პეისერა ბანკი საქართველო გთავაზობთ ყველაზე სწრაფ და მარტივ გადარიცხვებს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. Paysera-ს ქსელის მეშვეობით აქციეთ საერთაშორისო გადარიცხვა ადგილობრივად.  

ევროში თანხის გადარიცხვის საკომისიო >
ევროსგან განსხვავებულ ვალუტაში თანხის გადარიცხვის საკომისიო> 

ვალუტის კონვერტაცია ხელსაყრელი გაცვლითი კურსით

პეისერა ბანკი საქართველო მუდმივად გთავაზობთ 30+ ვალუტაში ხელსაყრელ გაცვლით კურსს. დააკონვერტირეთ თანხა მარტივად Paysera Super App-ის ან ინტერნეტ ბანკის გამოყენებით.  

კურსის შემოწმება > 

#

ხშირად დასმული კითხვები

პეისერა ბანკი საქართველოს მიერ შემოთავაზებული SEPA გადარიცხვები სრულდება 1 სამუშაო დღის განვალობაში, ხოლო SEPA Instant გადარიცხვები - რამდენიმე წუთში. საერთაშორისო გადარიცხვები შესრულდება 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

გამონაკლის შემთხვევაში საერთაშორისო გადარიცხვის შესრულებას შესაძლოა დასჭირდეს 3 დღეზე მეტი, რაც დამოკიდებულია საკორესპონდენტო ბანკების სამუშაო საათებსა და დღეებზე.

იმისათვის, რომ გადმორიცხოთ თანხა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტიდან ადგილობრივ ბანკში სწრაფად, მარტივად და დამატებითი საკომისიოების გარეშე, გამოიყენეთ Paysera-ს ქსელი, როგორც შუამავალი - აქციეთ საერთაშორისო გადარიცხვები ადგილობრივად. გადმორიცხეთ თანხა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტიდან > თქვენს Paysera ევროპულ ანგარიშზე > და შემდეგ გადაირცხეთ ადგილობრივ ბანკში. საჭიროების შემთხვევაში დააკონვერტირეთ თანხა Paysera ევროპულ ანგარიშზე ხელსაყრელი კურსით.  

პირევლი საფეხური - ჩარიცხეთ თანხა თქვენს Paysera ევროპულ ანგარიშზე
გაიარეთ ავტორიზაცია Paysera მობილურ აპლიკაციაში, დააჭირეტ ღილაკს - "შევსება" > "აირჩიეთ შევსების ქვეყანა" > "აირჩიეთ შევსების ვალუტა" და მიიღეთ გენერირებული ინსტრუქცია, თუ როგორ გადმორიცხოთ თანხა თქვენს ანგარიშზე.

მეორე საფეხური - გადარიცხეთ თანხა თქვენი Paysera ევროპული ანგარიშიდან ადგილობრივ ბანკში
მას შემდეგ რაც თანხა აისახება თქვენს Paysera ევროპულ ანგარიშზე, აირჩიეთ "გადარიცხვები" > "ახალი გადარიცხვები" > "საბანკო გადარიცხვა" და შეავსეთ სავალდებულო ინფორმაცია. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დააკონვერტიროთ თანხა Paysera Super App-ის გამოყენებით: აირჩიეთ "გადარიცხვები" > "ვალუტის გადაცვლა" და შეასრულეთ სასურველ ვალუტაში კონვერტაცია.

პეისერა ბანკი საქართველო გთავაზობთ შეასრულოთ შემდეგი ტიპის გადარიცხვები:  
  • საკუთარ ანგარიშებს შორის.  
  • Paysera-ს ქსელში გადარიცხვა.  
  • საბანკო გადარიცხვა  
  • გადარიცხვა ლარში და ევროში  
  • გადარიცხვა ლარისა და ევროსგან განსხვავებულ ვალუტაში

გადარიცხვები ლარისა და ევროსგან განსხვავებულ ვალუტაში შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტ ბანკის გამოყენებით.  

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია გადარიცხვებთან დაკავშირებით >