ანგარიშის მომსახურება და ვერიფიკაცია ფიზიკური პირებისთვის
| მომსახურება | ტარიფი |
|---|---|
| მულტისავალუტო ანგარიშის გახსნა დისტანციურად | უფასო |
| ანგარიშის გახსნა ან დახურვა (მხოლოდ ლიეტუვისთვის) (მხოლოდ ლიეტუვისთვის) | 10(გარდა პეისერა ბანკი საქართველოს მომხმარებლებისა) |
| ანგარიშის მომსახურების საკომისიო | უფასო |
| უმოძრაო ანგარიშის საკომისიო* | 10 EUR/თვეში - Paysera ქსელის სხვა პარტნიორებისთვის, ხოლო პესიერა ბანკი საქართველო - 2.00 GEL |
| სხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან გადმოყვანილი კლიენტების თანხების შენახვა** | 10 EUR/თვეში |
| თანხის გადარიცხვა/ ანგარიშის ადმინისტრირება გარდაცვლილი მომხმარებლისთვის | 10 EUR პეისერა ბანკ საქართველოს მომხმარებლებისთვის - უფასო |
| ანგარიშის ადმინისტრირება კლიენტებისთვის, რომლებსაც ვრცელდება გაძლიერებული სათანადო შემოწმება (EDD) კოსოვოში | 300 EUR/თვეში |
| გაკოტრების ადმინისტრირება | 20 EUR |
| ანგარიშის დახურვისა და სახსრების მართვის საფასური AML/CTF შეზღუდვების გამო | 10 EUR |
* თუ კლიენტი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ გაივლის ავტორიზაციას სისტემაში/არ შევა საკუთარ პროფილზე და არ შეასრულებს გადახდის ოპერაციას, Paysera მიიჩნევს, რომ სისტემაში არსებული პროფილი და ანგარი(ებ)ში არ გამოიყენება (უმოძრაოა). თუ პროფილი და ანგარიშ(ებ)ი უმოძრაოა და ანგარიშებზე არ არის ფულადი სახსრები, Paysera-ს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება და დახუროს პროფილი და ანგარიშ(ებ)ი, უმოძრაო პროფილისა და ანგარიშების შესახებ კლიენტისთვის 30 დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. თუ ერთ უმოძრაო ანგარიშზე მაინც განთავსებულია ფულადი სახსრები, Paysera არ დახურავს პროფილს და შეუძლია დახუროს მხოლოდ ანგარიში, რომელზედაც არ არის თანხა. თუ კლიენტის პროფილი და ანგარიშ(ებ)ი მასზე არსებული ფულადი სახსრებით დარჩება უმოძრაო ორი წლის განმავლობაში, Paysera იწყებს საკომისიოს დარიცხვას უმოძრაო პროფილისა და იმ Paysera ანგარიშ(ებ)ის ადმინისტრირებისათვის, რომელზედაც განთავსებულია ფულადი სახსრები.
** საკომისიო მომხმარებელს ერიცხება Paysera-ს მიერ მისთვის ამ საკომისიოს შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან არაუადრეს 60 კალენდარული დღის შემდეგ. საკომისიოს დარიცხვის დაწყებამდე მომხმარებელს შეუძლია აცნობოს Paysera-ს, რომ არ ეთანხმება ამ საკომისიოს, და მოითხოვოს საკუთარი ფულადი სახსრების სრულად დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში საკომისიო არ ერიცხება, ხოლო ფულადი სახსრები უბრუნდება უფასოდ.
გაიარეთ პიროვნების ვერიფიკაცია Paysera-ს ყველა ფუნქციის გამოსაყენებლად. აირჩიეთ მეთოდი თქვენი მოთხოვნების შესაბამისად:
| კლიენტის იდენტიფიკაციის შემთხვევა | იდენტიფიკაციის მეთოდი | მნიშვნელოვანი ინფორმაცია |
|---|---|---|
| პირადი ანგარიშის გახსნა | იდენტიფიკაცია Paysera-ს მობილური აპლიკაციის საშუალებით. | დარეგისტრირდით და გაიარეთ ვერიფიკაცია Paysera-ს მობილური აპლიკაციის საშუალებით. ფილიალში დახმარებისთვის მისვლისას, გთხოვთ, თან იქონიოთ თქვენი მობილური მოწყობილობა დაინსტალირებული აპლიკაციით. ვერიფიკაციისთვის დაგჭირდებათ პასპორტი ან პირადობის მოწმობა. |
| ლიმიტების გაზრდა | იდენტიფიკაცია Paysera-ს ფილიალში | თუ უკვე გაქვთ პირადი ანგარიში და გსურთ მაღალი ლიმიტების მიღება, ამის გაკეთება შეგიძლიათ Paysera-ს ფილიალში. საჭიროა მხოლოდ პასპორტი ან პირადობის მოწმობა; ამ პროცესისთვის მობილური აპლიკაცია არ გჭირდებათ. |