როგორ ვისარგებლოთ Paysera-ს მომსახურებით უსაფრთხოდ?

Paysera სისტემა სრულიად უსაფრთხოა, თუმცა, თქვენი ანგარიშისა და მონაცემების უსაფრთხოება ასევე დამოკიდებულია ინტერნეტში თქვენ მიერ შესრულებულ ქმედებებზეც. ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები დაგეხმარებათ, უზრუნველყოთ Paysera-ს ანგარიშსა და ზოგადად, ინტერნეტში თქვენ მიერ შესრულებული ქმედებების უსაფრთხოება. 

ანგარიში

თქვენ, შეგიძლიათ შეხვიდეთ Paysera სისტემაში მობილური აპლიკაციის (პაროლის შეყვანით ან ბიომეტრიული მონაცემების მეშვეობით) ან დესკტოპის ვერსიის გამოყენებით.

გაიარეთ ავტორიზაცია ვებ-ის ვერსიით შემდეგი ნაბიჯების განხორციელებით: 

1.გადადითhttps://www.paysera.ge-ზე დააწკაპეთ “ავტორიზაციაზე” რის შედეგადაც გადამისამართდებით https://bank.paysera.com/ka/login.

2.აირჩიეთ იდენტიფიკაციის მეთოდი - ელ. ფოსტის მისამართი ან მობილური ტელეფონის ნომერი. შეიყვანეთ არჩეული მეთოდის შესაბამისი მონაცემები. 

3.აირჩიეთ ანგარიშზე შესვლის მეთოდი:  

  • მობილური აპლიკაციის საშუალებით. როდესაც სისტემაში შესასვლელად იყენებთ აპლიკაციას, თქვენ მოგიწევთ დაადასტუროთ საკონტროლო კოდი აპლიკაციაში (ის უნდა ემთხვეოდეს ვებ ბრაუზერის ფანჯარაში გამოსახულ კოდს). გახსენით Paysera-ს აპლიკაცია და გაუსვით თითი „დადასტურების ველზე“, თუ ავტორიზაციის ფანჯარაში გამოსახული კოდი ემთხვევა აპლიკაციაში მოცემულ კოდს. უფრო მაღალი ხარისხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რეკომენდებულია, აპლიკაციაში წვდომის მოსაპოვებლად იდენტიფიკაციისთვის თითის ანაბეჭდის ან სახის გამოსახულების - გამოყენება,  
  • პაროლის შეყვანით. პაროლის შეყვანის შემდეგ თქვენ შეხვალთ თქვენს ანგარიშზე და შეძლებთ თქვენი ანგარიშის ინფორმაციის ნახვას, მაგრამ ვერ შეძლებთ ვერც ერთი სხვა ფუნქციის გამოყენებას. თქვენი ანგარიშის სრულად სამართავად, თქვენ უნდა დაადასტუროთ ავტორიზაცია: მარცხნივ ზედა მენიუში „ავტორიზაციის დადასტურებაზე“ დაწკაპებითა და დადასტურების მეთოდის – მობილური აპლიკაციის ან SMS-ის არჩევით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ SMS მომსახურება მოიცავს დამატებით ხარჯებს.  
#
#

გთხოვთ, გაითვალისწინოთ უსაფრთხოების რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი ვებ-ის ვერსიით თქვენს ანგარიშზე შესვლისას:

  • გახსენით ვებ ბრაუზერის ახალი ფანჯარა და შეიყვანეთ მისამართი https://www.paysera.x (x-ის ნაცვლად შეიძლება შეიყვანოთ მხოლოდ შემდეგი დომენები:lt, com, lv, bg, ee, pl, es, de, ro, al, ge). ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორიზაციაზე დაწკაპებით გადამისამართდებით https://bank.paysera.com/ka/login. დარწმუნდით, რომ კავშირი დაშიფრულია და იმყოფებით პეისერას დაცულ მისამართზე (ჩანს ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლო და მისამართი იწყება "https"-ით, დარწმუნდით, რომ ასო “https” მოთავსებულია ბოლოში - ზოგიერთ შემთხვევაში, ის ჩანს მხოლოდ მისამართის ველზე დაწკაპებისას) და უსაფრთხო კავშირის ელექტრონული სერთიფიკატი გაცემულია მხოლოდ Paysera-ს კომპანიაზე, როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე.

Paysera სისტემა არ არის ხელმისაწვდომი სხვა, თუნდაც ძალიან მსგავს ვებგვერდებზე, მაგალითად, როგორიცაა: www.payssera.com, bank.paysera.anotherdomain.com, paysera.myf1ntech.com/paysera/login და ა.შ.

თუ ამ სახის მისამართების მეშვეობით შეხვალთ ვებ გვერდზე, რომელიც ძალიან ჰგავს Paysera-ს ოფიციალურ ვებ გვერდს, დიდი ალბათობით, თქვენ აღმოჩნდებით კრიმინალურ მახეში. ამ შემთხვევაში, არ შეიყვანოთ თქვენი მონაცემები ვებ გვერდზე და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ Paysera მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს..  

  • ყოველთვის გამოდით (დაასრულეთ სესია) თქვენი ანგარიშიდან. მოერიდეთ თქვენს ანგარიშში შესვლას საჯარო კომპიუტერებიდან ან სხვა პირების მოწყობილობებიდან, რადგან ისინი შეიძლება შეიცავდეს მავნე პროგრამას, რომელიც იპარავს პაროლებს ან სხვა მონაცემებს.
  • ჩვენ გირჩევთ, მინიმუმ თვეში ერთხელ შეამოწმოთ IP მისამართები, რომლებიდანაც განხორციელდა წვდომა თქვენს ანგარიშზე. აღნიშნული შესაძლებელია შემდეგველებზე გადასვლით: პარამეტრები > პროფილის პარამეტრები > ავტორიზაციის ისტორიათუ თქვენ გაქვთ ეჭვი, შეამოწმეთ, განხორციელდა თუ არა რაიმე ტრანზაქცია ან ანგარიშზე ავტორიზაცია/წვდომა განსხვავებული IP-დან. სისტემა კლიენტს აძლევს საშუალებას, საკუთარი ანგარიშისთვის განსაზღვროს IP მისამართები, რომლებიდანაც შესაძლებელი იქნება კლიენტის ანგარიშზე ავტორიზაცია/წვდომა:პარამეტრები > პროფილის პარამეტრები>უსაფრთხოების დამატებითი ზომები. თუ თქვენ გაქვთ რაიმე ეჭვი, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს
  • არავის გადასცეთ ანგარიშზე წვდომისთვის საჭირო მონაცემები (მომხმარებლის სახელი, პაროლი, ავტორიზაციის კოდი). თუ ვინმემ შემოგთავაზეთ, გახსნათ Paysera ანგარიში მისი ან სხვა პირების სახელით, ან შეასრულოთ ფინანსური ქმედებები, დაუკავშირდით კლიენტთა მომსახურების ცენტრს და მიიღებთ რეკომენდაციას შემდგომი ნაბიჯების შესახებ.
  • დაუყოვნებლივ განაახლეთ თქვენი პირადი და საკონტაქტო მონაცემები, მათი შეცვლის შემთხვევაში. უსაფრთხოების ინციდენტების შემთხვევაში ან თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, Paysera-ს თანამშრომლებს შეიძლება დასჭირდეთ თქვენთან დაკავშირება მყისიერად და/ან თქვენი იდენტიფიცირება.  
  • Paysera სისტემაში ახლად დარეგისტრირებულმა კლიენტება ყურადღება უნდა მიაქციონ KYC კითხვარს. მარჯვნივ განთავსებული სურათი ასახავს თუ როგორ გამოიყურება ის Paysera მობილურ აპლიკაციაში.
#

ანგარიშის პაროლი

ანგარიშის პაროლი უნდა იყოს უნიკალური და შედგებოდეს სულ მცირე 8 სიმბოლოს, დიდი და პატარა ასოების, ციფრებისა და სპეციალური სიმბოლოებისგან.  

გთხოვთ, არ გამოიყენოთ თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია პაროლში, მაგალითად, დაბადების თარიღი, თქვენი ოჯახის წევრების ან მეგობრების სახელები, გვარები, შინაური ცხოველების სახელები, ან რიცხვები და ასოები, რომელთა გამოცნობაც ადვილია.

გთხოვთ, დაიმახსოვროთ პაროლი და არ შეინახოთ ის ნოუთბუქში, ტელეფონში ან სხვაგან. ჩვენ გირჩევთ, გამოიყენოთ პაროლის შენახვის აპლიკაციები და შეინახოთ თქვენი პაროლი დაშიფრულად.  

არ გამოიყენოთ იგივე პაროლი სხვა სისტემებში, რადგან ის შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენს Paysera ანგარიშზე შესასვლელად. თუ ეჭვი გაქვთ, რომ სხვა პირებმა იციან თქვენი პაროლი, დაუყოვნებლივ შეცვალეთ ის და შეამოწმეთ, განხორციელდა თუ არა ანგარიშზე არაავტორიზებული შესვლა და განხორციელდა თუ არა გადახდის ოპერაცია ან მისი მცდელობა.

ჩვენ გირჩევთ პაროლის შეცვლას მინიმუმ 3-6 თვეში ერთხელ.

#

ჭკვიანი მოწყობილობები

გამოიყენეთ მხოლოდ ის ჭკვიანი მოწყობილობები, რომლებიც კანონიერად არის შეძენილი და ოფიციალურად იმპორტირებული საქართველოში, რომელთა ოპერაციული სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა არ არის შეცვლილი (გატეხილი) და რომლებზეც არ არის დაინსტალირებული აპლიკაციები, რომლებიც არ არის ჩამოტვირთული Google Play-ისა და App Store-დან.  

როდესაც ჭკვიანი მოწყობილობა არ გამოიყენება, ის უნდა დაიბლოკოს (ავტომატური დაბლოკვის ფუნქცია) კოდით, პაროლით ან სხვა საშუალებებით. მოწყობილობის დაბლოკვის კოდი და Paysera აპლიკაციის პინ კოდი არ უნდა ემთხვეოდეს თქვენი ტელეფონის ნომრის ნაწილებს, ავტომობილის სანომრე ნიშნებს, დაბადების თარიღებს ან თქვენთან დაკავშირებულ სხვა რიცხვებს – ყველა კოდი უნდა იყოს უნიკალური და გამოყენებულ უნდა იქნეს თითის ანაბეჭდი ან სახის ამოცნობის ტექნოლოგია.

წინასწარ დაინსტალირებული აპლიკაციისა და სხვა აპლიკაციების პროგრამული უზრუნველყოფა უნდა განახლდეს მწარმოებლის მიერ განახლებების გამოქვეყნებისთანავე. მწარმოებლის განახლებები გამიზნულია არა მხოლოდ მოწყობილობის გაუმართაობის აღმოსაფხვრელად,   არამედ უსაფრთხოების ხარვეზების აღმოსაფხვრელადაც, რაც წარმოადგენს თქვენი მოწყობილობით შესრულებული ოპერაციების უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტს.

ყველა მოწყობილობაში, რომელსაც იყენებთ Paysera ანგარიშთან დასაკავშირებლად, დააინსტალირეთ ანტივირუსული პროგრამა. ჩვენ ასევე გირჩევთ, მონაცემების ფილტრის (Firewall-ის) დაყენებას, განსაკუთრებით კომპიუტერებში, რადგან ის არის ქსელური ნაკადების კონტროლისა და მონიტორინგის სისტემა, რომელიც დაიცავს სისტემას არასანქცირებული შეღწევის მცდელობისაგან.

#

სხვა მოქმედებები ონლაინ რეჟიმში

იყავით ფრთხილად თქვენი პერსონალური მონაცემების ონლაინ რეჟიმში მოწოდებისას, დარწმუნდით, რომ ინფორმაცია შეგყავთ სანდო ვებგვერდზე.

ონლაინ რეჟიმში ვაჭრობამდე, შეამოწმეთ მაღაზიების რეპუტაცია მყიდველთა ფორუმებზე და სარეიტინგო ვებსაიტებზე. ახლად დარეგისტრირებული მაღაზიის სახელი (დომენი), კომპანიის ნამდვილი სახელის, რეგისტრაციის ნომრის და საკონტაქტო ინფორმაციის არარსებობა შეიძლება მიუთითებდეს მაღაზიის სანდოობის დაბალ მაჩვენებელზე. გთხოვთ, ასევე მხედველობაში მიიღოთ ვებსაიტის მისამართი – თუ ის იწყება https://-ის გარდა სხვა სიმბოლოებით და თუ არის ასო „s“ განთავსებული.

ონლაინ ვაჭრობისას ხშირად გთავაზობენ ბარათით გადახდას და ითხოვენ ბარათის მონაცემებს. იშოპინგეთ იქ, სადაც თვალსაჩინოდაა განთავსებული სპეციალური ლოგოები, რომლებიც ადასტურებენ გადახდების უსაფრთხოებას: „3D Secure“, „Verified by Visa“ და „MasterCard SecureCode“. 

არ დააწკაპოთ ვებ ბმულებზე, რომლებიც უცნობია ან შენიღბულია, მაგალითად, შემოკლებულია, არ ამჟღავნებს ნამდვილ წყაროს, შეგხვდათ სოციალურ ქსელებში ან გამოგზავნილია SMS-ით ან ელექტრონული ფოსტით. არ გახსნათ უცნობი დოკუმენტები, არ დააინსტალიროთ პროგრამული უზრუნველყოფა უცნობი წყაროებიდან და არ ეწვიოთ სახიფათო ვებგვერდებს.  

#
#

სერტიფიცირებული უსაფრთხოება

Paysera სისტემის უსაფრთხოება დადასტურებულია უსაფრთხოების ტექნოლოგიებისა და პროცესების საერთაშორისო სტანდარტით PCI DSS (Payment Card Industry Data Security Standard). უსაფრთხოების ეს სტანდარტი არეგულირებს მოთხოვნებს იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც იღებენ გადახდებს ბარათებით და ამუშავებენ კლიენტის მონაცემებს. Paysera-ს სისტემაში დაინსტალირებულია პირველი დონის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც განკუთვნილია ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტი საბარათე ტრანზაქციის უსაფრთხო შესრულებისთვის.

#

ნებისმიერი საეჭვო სიტუაციის შემთხვევაში: საეჭვო შეტყობინება Paysera-ს სახელით, საეჭვო ტრანზაქციები, ავტორიზაციის მონაცემების დაკარგვა ან მონაცემების შეყვანა ყალბ ვებსაიტზე და ა.შ., გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ Paysera-ს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს. ჩვენ ყოველთვის დაგეხმარებით გამოსავლის პოვნაში!