თანხის ჩარიცხვის საკომისიო
- Paysera ევროპულ ანგარიშზე თანხის ლარის და SEPA სისტემიდან ევროს ჩარიცხვა უფასოა, გარდა TARGET2 სისტემიდან შემოსული ჩარიცხვისა, რომლის საკომისიო შეადგენს: 0 - 9,999.99 EUR - 3.00 EUR, >10,000 EUR - 4 EUR. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რიგ შემთხვევებში სხვა ვალუტაში თანხის ჩარიცხვისას შესაძლოა დაგეკისროთ საკომისიო, რომლის ნახვაც შეგიძლიათ ანგარიშის შევსების ინსტრუქციის გენერირებისას.
- საგადახდო ბარათის გამოყენებით Paysera-ს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის საკომისიო, Ecommpay-ის სისტემიდან - 1%
- Mastercard-ის ან Maestro card-ის ( Quipu-ს მეშვეობით) გამოყენებით Paysera-ს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის საკომისიო, Quipu-ის სისტემიდან - 2,9 % , მინიმუმ 0,25 EUR.
Paysera-ს ანგარიშის შევსება უფასოა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემომავალი გადახდა ხორციელდება TARGET2 სისტემის. ამ შემთხვევაში გამოიყენება ჩარიცხვის საკომისიო: 9 999,99 EUR-მდე თანხისთვის – 3 EUR, 10 000 EUR და მეტი თანხისთვის – 4 EUR 5 EUR (ძალაში შედის 15.08.2026).
გარდა ამისა, ზოგჯერ ბანკი, საიდანაც იგზავნება თანხა, იღებს დამატებით საკომისიოს გადარიცხვისთვის. ის დამოკიდებულია ქვეყანაზე, შევსების ვალუტასა და ბანკზე, საიდანაც იგზავნება თანხა, ამიტომ მისი ოდენობის გაგება შესაძლებელია მხოლოდ გადარიცხვის ინსტრუქციის ფორმირებისას.
იმისთვის, რომ გაიგოთ, რომელი ჩარიცხვის საკომისიო იქნება თქვენთვის გამოყენებული, გაიარეთ ავტორიზაცია Paysera-ს ანგარიშზე და მარცხენა მენიუში აირჩიეთ ანგარიშის შევსება (1). ახალ ფანჯარაში აირჩიეთ ქვეყანა (2), ვალუტა (3) და დააჭირეთ ინსტრუქციის განახლებას (4).
ღია ბანკინგის შემთხვევაში სისტემა გიჩვენებთ ბანკების ჩამონათვალს, საიდანაც შეგიძლიათ მარტივად გადმორიცხოთ თანხა თქვენს Paysera ანგარიშზე. მას შემდეგ, რაც აირჩევთ ბანკს (1) და შეიყვანთ თანხის ოდენობას, სისტემა გიჩვენებთ თანხის ჩარიცხვის საკომისიოს (2). (ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი პეისერა ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის)