PDF
დაბრუნდით უკან

გამოქვეყნების თარიღი: 13.07.2023 წ.

რეკომენდაციები ონლაინ გადახდების მიღებაზე

რეკომენდაციები უკანონო შესყიდვების (თაღლითობის) იდენტიფიკაციისთვის

საგადახდო ბარათის უკანონო გამოყენებაზე ეჭვის გამომწვევი გარემოებები:

  • კლიენტი ყიდულობს პოპულარულ, მარტივად გაყიდვად საქონელს (მაგ: ტელეფონები, კომპიუტერები);
  • კლიენტი ყიდულობს რამდენიმე ცალ ერთი და იმავე ნივთს ერთდროულად ან რამდენიმე შესყიდვით;
  • კლიენტი ითხოვს მიწოდების რაც შეიძლება სწრაფად განხორციელებას და მზად არის აირჩიოს ყველაზე ძვირადღირებული მიწოდების მეთოდი;
  • ფიქსირდება ბევრი გადაუხდელი შეკვეთის ოდენობა კლებადი თანხებით და უკანასკნელი გადახდილია;
  • კლიენტის მიერ მოთხოვნილი საქონელი არ არის ხელმისაწვდომი, მიუხედავად ამისა ის ითხოვს ნებისმიერი სხვა მოდელის მიწოდებას, იმაზე ხაზგასმით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია სწრაფი მიწოდება;
  • საქონელი მიეწოდება ამანათების გატანის თვითმომსახურების ტერმინალებში ან სხვა გზებით, სადაც კლიენტი სრულად არ არის იდენტიფიცირებული (არ არის რეკომენდებული);
  • საქონლის მიწოდება ხდება საზღვარგარეთ მაშინ, როდესაც ელექტრონული მაღაზია განკუთვნილია ადგილობრივი ბაზრისთვის;
  • მყიდველი არის უცხოელი და ყიდულობს საქონელს საქართველოს ტერიტორიაზე მიღების და ადგილზე მიწოდების სერვისით;
  • ახლად დარეგისტრირებული კლიენტი ახორციელებს ბევრ განსხვავებულ შეკვეთას (შესაძლოა სხვადასხვა ბარათებითაც) ერთსა და იმავე მისამართზე მიწოდებით;
  • შეკვეთები დროებითი (მაგ. 10minutemail.com) ელფოსტის გამოყენებით;
  • კლიენტი იყენებს “Proxy IP”-ს (ცდილობს დამალოს თავისი მდებარეობა);

მერჩანტის შესაძლო ქმედებები:

  • მერჩანტი კლიენტისგან ითხოვს პერსონალური დოკუმენტის ან/და საგადახდო ბარათის ასლის მიაწოდებას (ბარათის ნომრის ნაწილის წაშლით ან დაფარვით) ან/და ითხოვს წარადგინოს ამონაწერი იმ ელექტრონული ბანკიდან, სადაც შესრულდა საეჭვო ოპერაცია;
  • Paysera, პარამეტრ “ანგარიშთან” ერთად, მერჩანტს გადასცემს ბარათის ნომრის ნაწილს (მაგ.: 676376XXXXXX9577) და მერჩანტს შეუძლია შეადაროს აღნიშნული მონაცემები;
  • ინტერნეტში (მაგ.: http://www.binlist.net/) ბარათის ქვეყნის დადგენა შესაძლებელია "ანგარიშის" პარამეტრით (BIN) გადაცემული ბარათის ნომრის პირველი 6 ციფრით. მერჩანტს ადარებს მას მყიდველის ქვეყნის IP-ს;
  • საქონლის მიწოდება დროებით იზღუდება, რადგან თაღლითური გადარიცხვები შემთხვევების 90%-ში იდენტიფიცირდება 2 დღის განმავლობაში.

დამატებითი ქმედებები, რომლებიც შესაძლოა, შესრულდეს Paysera-ს მიერ:

  • არ მოემსახუროს აშშ-ში, კანადაში ან ნებისმიერ სხვა არამისაღებ ქვეყანაში გამოშვებულ ბარათებს. თუ პროექტი განკუთვნილია ადგილობრივი ბაზრისთვის, საკმარისი ზომაა მეზობელი ქვეყნების და იმ ქვეყნიბის აკრძალვა, რომელშიც ემიგრანტების მაღალი რაოდენობა ფიქსირდება. საგადახდო ბარათების თაღლითობების 70-80% შესრულებულია აშშ-ში და კანადაში გამოშვებული ბარათებით.

წარმოდგენილი დოკუმენტი არის სარკომენდაციო და სამაგალითო ხასიათის და მიზნად ისახავს დაეხმაროს მერჩანტებს თაღლითური ოპერაციების დაიდენტიფიცირებასა თუ თავიდან არიდებაში, მაგრამ აღნიშნული რეკომენდაციები არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს იმგვარ ყოვლისმომცველ/ამომწურავ დოკუმენტად, რომელშიც მითითებულია მერჩანტის მიერ ოპერაციების იდენტიფიცირებასა ან/და თავიდან აცილებაში დამხმარე ყველა შესაძლო ზომა. მერჩანტი პასუხისმგებელია და ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა თაღლითური გადარიცხვების იდენტიფიცირებისა და თავიდან აცილებისთვის. Paysera არ არის პასუხისმგებელი, თუ წინამდებარე რეკომენდაციებზე დაყრდნობით მერჩანტი ვერ მოახერხებს თაღლითური გადარიცხვების იდენტიფიცირებას ან მათ თავიდან აცილებას.