Paysera Checkout-ის საგადახდო გვერდი

Paysera ქსელის მომხმარებლები წარმატებით სარგებლობენ Paysera Checkout-ის საგადახდო გვერდით, რომელიც გამოიყენება ონლაინ გადახდების შესაგროვებლად. Paysera ზრუნავს მის სრულყოფაზე, რათა საკუთარ მომხმარებლებს გაუმარტივოს მომსახურებით სარგებლობა.

#

როგორია სტანდარტული პროცედურა Paysera Checkout-ის მეშვეობით?

შესყიდვის პროცედურა დამოკიდებულია მყიდველის ბანკზე. ნიმუში გვიჩვენებს გადახდას SEB ბანკის მეშვეობით.

#

აირჩიეთ ბანკი

#
#

გაიარეთ ავტორიზაცია ბანკში და მიეცით დაშვებები

#
#

დაადასტურეთ გადახდა, რის შემდეგაც ავტომატურად გადამისამართდებით ელექტრონულ მაღაზიაში

#

სიახლე! გადახდები ბანკის გადახდის გვერდზე გადამისამართების გარეშე  

მყიდველმა, იმისათვის რომ რაც შეიძლება ნაკლები საფეხური გაიაროს პროდუქტის შესაძენად, შესაძლოა დაადასტუროს გადახდა Paysera-ს საგადახდო გვერდის დატოვების გარეშე - საბანკო გვერდზე გადამისამართების გარეშე. აღნიშნული ფუნქციონალი ამჟამად ხელმისაწვდომია, მყიდველის მიერ Swedbank-ისა და SEB ბანკების (გადახდების დამუშავება PIS-ის მეშვეობით) არჩევისას.  

იმისთვის რომ ისარგებლოთ ახალი ფუნქციით, აირჩიეთ აღნიშნული ფუნქციონალი გადახდების შეგროვების პროექტის პარამეტრებში. სხვა შემთხვევაში თქვენი  მომხმარებელი იხილავს ქვემოთ მოცემულ გადახდების სტანდარტულ პროცედურას, ბანკზე გადამისამართებით.  

უპირატესობა: მომხმარებელი არ გადამისამართდება მათი ბანკის გვერდზე და გადახდის დადასტურების ყველა საფეხური შესრულდება Paysera საგადახდო გვერდის მეშვეობით.  

გადახდის შესრულება SEB-ის მეშვეობით ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში

#

ავტორიზაცია

#
#

გადახდის დადასტურება

(თუ მომხმარებელს მხოლოდ ერთი ანგარიში აქვს)

#

ლიეტუვაში Swedbank-ის საშუალებით გადახდების შერულებისას

#

ავტორიზაცია

#
#

დადასტურება

#
#

გადახდის დადასტურება

#

როგორ გავამარტივოთ გადახდის პროცესი?  

გამოტოვეთ დამატებითი დადასტურების საფეხური  

იმისათვის, რომ გაამარტივოთ გადახდის პროცესი, გამოტოვეთ დამატებითი დადასტურების საფეხური. ამის შემდეგ, მყიდველი გადამისამართდება საგადახდო გვერდზე, ე.ი. მყიდველს არ მოუწევს ცალკე დაადასტუროს თანხმობა გადამხდელის ინფორმაციის დამუშავებაზე.  

როგორ გავაააქტიუროთ აღნიშნული ფუნქცია? ფუნქციის გამოსაყენებლად, უნდა განაახლოთ Paysera მოდული ან API ინტეგრაცია და ინფორმაცია მიაწოდოთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს, რათა მათ გაგიაქტიურონ აღნიშნული ფუნქცია.  

#

გადახდა დადასტურებით (ძველი ვერსია)  

#

გადახდა დადასტურების გარეშე (ახალი ვერსია)

#

პირადი ნომრის სწრაფი ვერიფიკაცია

ხელმისაწვდომია მომხმარებლის მიერ Swedbank-ისა და SEB ბანკების არჩევისას.

აღნიშნული ფუნქცია მოსახერხებელია ელექტრონული მაღაზიებისთვის, რომლებიც ითხოვენ პიროვნების პირადი ნომრით ვერიფიკაციას. თქვენს ვებ გვერდზე ახალი პარამეტრის გამოყენებით, პირადი ნომრის ვერიფიკაცია მოხდება ზუსტად და უსწრაფესად. მომხმარებელს აღარ მოუწევს საკუთარი პირადი ნომრის შეყვანა, მას ავტომატურად წარადგენს გამყიდველი და სისტემა გადაამოწმებს.  

რა ცვლილებებია განახლებულ ფუნქციაში?  

თუ პირადი ნომერი გაგზავნილია საგადახდო ბმულით, ზოგიერთ შემთხვევაში, ვერიფიკაცია შესრულდება გადახდის საფეხურზე და:
(ა) თუ პირადი ნომერი არ დაემთხვევა, ასეთ შემთხვევაში სისტემა შეგატყობინებთ და მომხმარებელი ვერ შეძლებს გადახდის დასრულებას;
(ბ) თუ პირადი ნომერი დაემთხვევა, მომხმარებელი გადამისამართდება გადახდის შემდგომი დადასტურებებისთვის. დასრულებული გადახდის შესახებ გაგზავნილი შეტყობინება მოიცავს ახალ პარამეტრს, რომელიც გაცნობებთ გადახდის კოდის შესაბამისობას.

უპირატესობა:  

ამ ეტაპზე, სისტემა იძლევა შესაძლებლობას დაასრულოთ გადახდის პროცედურა მაშინაც კი თუ პირადი ნომერი შეუსაბამოა, ხოლო შემდეგ გამყიდველს უწევს დააბრუნოს თანხა. აღნიშნული ცვლილება გამყიდველს წინასწარ აძლევს შესაძლებლობას დაინახოს პირადი ნომრის შეუსაბამობა და არ დაასრულოს გადახდის პროცესი.

#

სულ მალე! სწრაფი და გამარტივებული გადახდის პროცესი  

ავტომატური გადახდები

სულ მალე შესაძლებელი იქნება ავტომატური PIS გადახდების შესრულება გარკვეული დროის ინტერვალით მყიდველის საბანკო ანგარიშიდან განსაზღვრული თანხის ჩამოჭრისას. საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა გაცილებით იაფია, ვიდრე ავტომატური გადახდების შესრულება ბარათით, რაც ჩვენს სისტემაში უკვე ხელმისაწვდომია.  

აღნიშნული მომსახურება განსაკუთრებით კომფორტულია განსხვავებული ტიპის სელერებისთვის - პუბლიკაციების, სპორტული დარბაზების, კერძო ან ჯგუფური გაკვეთილების - რისთვის გადახდაც გარკვეულ დროით ინტერვალში ხდება.  
მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება SEB-ისა და Swedbank-ისთვის ლიეტუვაში, ლიტვასა და ესტონეთში.

#

ანგარიშის არჩევა

მომხმარებლები აღარ გადამისამართდებიან Paysera-ს გვერდზე საგადახდო ანგარიშის ასარჩევად, რომლიდანაც სურთ გადახდის შესრულება - ყველაფერს თავად ბანკი შეასრულებს. ეს გაამარტივებს გადახდის პროცესს და გაზრდის მყიდველთა კმაყოფილებას. აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება SEB და Swedbank-ის მომხმარებლებისთვის ლიეტუვაში, ლიტვასა და ესტონეთში, ასევე Šiaulių Bankas-ისა და Medicinos Bankas-ის მომხმარებლებისთვის ლიეტუვაში.

#