ავტომატური გადახდები

მსხვილ კომპანიებს, ელექტრონული კომერციის პლატფორმებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს ხშირად ესაჭიროებათ ბევრი და მოცულობითი გადახდის შესრულება მცირე დროში. Paysera-ს შეუძლია გააადვილოს პროცესი, რადგან ასეთი გადახდები API-ით ხდება მარტივად, სწრაფად და იაფად. არ არის საჭირო ყოველ ჯერზე გაიაროთ ავტორიზაცია Paysera-ს სისტემაში, გადახდები ინიცირდება ავტომატურად თქვენი საბუღალტრო ან ბიზნეს სისტემიდან, რომელიც ინტეგრირებულია Paysera-სთან , უსაფრთხო API ინტერფეისის მეშვეობით.

სწრაფი და იაფი გადარიცხვები

გადარიცხვები სრულდება 180 ქვეყნის 10 000-ზე მეტ ბანკში ხელსაყრელი კურსით, თანხა კი მიმღებამდე 30 წუთში აღწევს. ჩვენი ტარიფები განსაკუთრებით დაბალია.

ვალუტის გადაცვლა

Paysera გთავაზობთ ვალუტის გაცვლას ხელსაყრელი კურსით. ამიერიდან შეგიძლიათ თანხის განთავსება 30-ზე მეტ განსხვავებულ ვალუტაში და მათი გამოყენება საერთაშორისო ან ადგილობრივი გადარიცხვების შესასრულებლად. ვალუტის გადაცვლა ასევე შესაძლებელია შესრულდეს ავტომატურად, API-ს მეშვეობით.

უსაფრთხოების უმაღლესი დონე



უსაფრთხოება Paysera-ს უპირველესი პრიორიტეტია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გამოვიყენოთ პროგრამული უზრუნველყოფა, ტექნოლოგიები და მონიტორინგის სისტემები, რომლებიც აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს, რითაც უზრუნველვყოფთ თქვენი ფინანსების, მონაცემებისა და გადარიცხვების დაცვას - 24/7-ზე.