ჩვენი მხარდაჭერილი პროექტები და ორგანიზაციები



ჩვენ მხარს ვუჭერთ სხვადასხვა სოციალურ პროექტებსა და ორგანიზაციებს ჩვენი მომსახურების თვითღირებულებით მიწოდებით.
#

"Vaikų svajonės" (ბავშვების ოცნება)

პროექტ "ბავშვთა ოცნების" ფარგლებში შევაგროვეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა სურვილები და ოცნებები, გამოვაქვეყნეთ ისინი პროექტის ვებგვერდზე და მივეცით მოქალაქეებს შესაძლებლობა მათი ოცნებები რეალობად ექციათ. Paysera საგადახდო სისტემის გამოყენებით, მომხმარებელს მივეცით შესაძლებლობა, თანამედროვე და კომფორტული გზით მიეღოთ მონაწილეობა პროექტში და მომავალშიც ვეცდებით გავაკეთოთ უფრო მეტი მათ დასახმარებლად.

გაიგეთ მეტი პროექტის შესახებ www.vaikusvajones.lt

"Maisto bankas" (საკვების ბანკი)

Maisto bankas” არის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც აგროვებს შემოწირულობებს საკვების სახით და ანაწილებს მას გაჭირვებულთათვის მზრუნველ ორგანიზაციებს შორის. Paysera გადახდის სისტემა დონორებს საშუალებას აძლევს გადარიცხონ ფულადი შემოწირულობები საზღვარგარეთიდან სწრაფად, მარტივად და უზარმაზარი დამატებითი საბანკო გადასახადების გარეშე. 2017 წელს „Maisto bankas“-მა Paysera-ს მეშვეობით შემოწირულობების სახით 6104 ევრო მიიღო. მადლობა თქვენ!

გაიგეთ მეტი ფონდის შესახებ: www.maistobankas.lt

#
#

"Lietuvos Raudonasis Kryžius" (ლიეტუვური წითელი ჯვარი)

ლიტვის წითელი ჯვარი დახმარებას უწევს ადამიანებს კრიზისის დროს, ასწავლის მათ პირველადი დახმარების წესებს, რათა უბედური შემთხვევისას ვიცოდეთ, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩვენ ვართ უნიკალური ჰუმანიტარული ძალა, რომელიც დაფუძნებულია მოხალისეებზე, რომლებიც ეხმარებიან ათასობით ადამიანს ლიტვაში. Paysera სისტემა საშუალებას გვაძლევს შევაგროვოთ შემოწირულობები ჩვენი ორგანიზაციის მოძრაობის შესანარჩუნებლად.

გაიგეთ მეტი ორგანიზაციის შესახებ: www.redcross.lt

"Aukok.lt"

”Aukok.lt” არის ყველაზე დიდი ონლაინ შემოწირულობის ვებგვერდი ლიეტუვაში, რომელიც 2009 წელს შეიქმნა. ის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საშუალებას აძლევს, მარტივად და მოხერხებულად გაიღონ თანხები ქველმოქმედებისთვის. ვებგვერდი „Aukok.lt“ გამოიყენება მრავალი სხვადასხვა სოციალური პროექტისთვის თანხების მოსაზიდად. მომხმარებლებს ღილაკზე ერთი თითის დაჭერით შეუძლიათ, გაიღონ მათთვის სასურველი თანხის ოდენობა. Paysera აწვდის "Aukok.lt" უფასო "Bank Link" მომსახურებას, ამის საშუალებით ვრწმუნდებით, რომ თითოეული ევრო აღწევს დანიშნულების ადგილამდე.

გაიგეთ მეტი პროექტის შესახებ: www.aukok.lt

#
#

„Ištiesk pagalbos ranką“ ( გაუწოდე დახმარების ხელი)

„Ištiesk pagalbos ranką" არის სოციალური მომსახურებისა და საქველმოქმედო განვითარების ორგანიზაცია, რომელიც ლიეტუვაში ეხმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ბავშვებს, ტანისამოსისა და საჭირო ნივთების მიწოდებით. სხვადასხვა საჭიროებების მქონე ბავშვებისა და ოჯახებისათვის დაარსდა დღის ცენტრი „Šypsena“ (ღიმილი).

გაგიეთ მეტი ორგანიზაციის შესახებwww.pagalbavisoslietuvosseimoms.com

"Išsipildymo akcija" (განხორციელების კამპანია)

"Išsipildymo akcija" არის უდიდესი ლიეტუვური TV საქველმოქმედო პროექტი, რომელსაც TV3 სატელევიზიო არხი 2003 წლიდან ახორციელებს. პროექტის ტრადიციად იქცა ნოემბერში „ტორტების დღის“ აღნიშვნა. ამ დღეს მოქალაქეებს ურჩევენ გამოაცხონ ნამცხვრები და მიყიდონ ისინი თავიანთ თანამშრომლებს, კოლეგებს ან სტუდენტებს. თანხა კი გადაირიცხება სხვადასხვა საჭიროებების ბავშვთა მხარდამჭერ პროექტში.

გაიმეთ მეტი პროექტის შესახებ: www.issipildymoakcija.tv3.lt

#
#

"Mamų unija" (დედათა გაერთიანება)

”Mamų unija” არის მხარდამჭერი და საქველმოქმედო ფონდი, რომლეიც ზრუნავს ონკოლოგიური დაავდებების მქონე თითოეულ ლიეტუველ ბავშვზე. ფონდი თანამშრომლობს საავადმყოფოების ბავშვთა ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებებთან, აუმჯობესებს მათ მიკროკლიმატს და იძენს საჭირო აღჭურვილობას. ასევე, „Mamų unija“ ფინანსურად უჭერს მხარს ბავშვების ოჯახებს, ეხმარება ბავშვებსა და მშობლებს საავადმყოფოებში და აყალიბებს საზოგადოების ტოლერანტულ დამოკიდებულებას კიბოს მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მიმართ.

გაიგეთ მეტი ფონდის შესახებ: www.mamuunija.lt

"Maltiečiai"

”Maltiečiai” არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი საქველმოქმედო ორგანიზაცია- მალტას ორდენი, რომელიც მოღვაწეობს მსოფლიოს გარეშემო 120-ზე მეტ ქვეყანაში. მალტელების მიზანია დაეხმაროს და მხარდაჭერა აღმოუჩინოს სხვადასხვა საჭიროებების მქონე ჯგუფებს, საზოგადოებაში ხელი შეუწყოს სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებას და იყოს მოხალისე სოციალურ პარტნიორებთან და სპონსორებთან თანამშრომლობით, ლიეტუვასა და მის საზღვრებს გარეთ.

გაიგეთ მეტი ორგანიზაციის შესახებ: www.maltieciai.lt

#
#

„Tautmilės globa“ (Tautmilės-ს მზრუნველობა)

"Tautmilės globa" (Tautimilė's Guardianship) არის ცხოველთა მოვლის ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს უსახლკარო ცხოველების გადარჩენაზე, მათ სამედიცინო მკურნალობასა და მეურვეობაზე, მათთვის სათანადო ოჯახებისა და მზრუნველი მეურვის მოძიებაზე, უსახლკარო ცხოველების ჰუმანური გზით შემცირებასა (სტერილიზაცია, კასტრაცია) და საზოგადეობრივი თვითშეგნების ამაღლებაზე, ცხოველების მიმართ ძალადობრივი ქმედებების შემცირების მიზნით (ცხოველთა თავშესაფრებში ტურების ორგანიზება, პრეზენტაციებსა და მსხგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება).

გაიგეთ მეტი ორგანიზაციის შესახებ: www.tautmilesgloba.lt

სოციალურ პროექტებში მონაწილეობის მიღება

  • 2018 წელს Paysera-მ მონაწილეობა მიიღო TV3 ტელევიზიის მიერ ორგანიზებულ საქველომოქმედო ღონისძიებაში "ტორტების დღე" და ორგანიზაცია "“Ištiesk pagalbos ranką”-ს (გაუწოდე დახმარების ხელი) გადასცა ტანისამოსი. გარდა ამისა Paysera-ს თანამშრომლებმა თანხა გაიღეს ორგანიზაციებისთვის “Mamų unija” (დედათა გაერთიანება) “Maltiečiai” და “Tautmilės globa” (Tautmilės-ს მზრუნველობა), კოპანიამ კი გაღებული თანხა გააორმაგა.
  • 2017 წელს , ახალგაზრდების ფინანსური ცოდნის გაღრმავების მიზნით მოეწყო საგანმანათლებლო პროგრამა "Paysera Academy".
  • 2016 წელს , Paysera-მ თავისი წვლილი შეიტანა სისხლის დონაციის საერთაშორისო კამპანიაში, „Missing Type“, რომელიც მოუწოდებდა ადამიანებს გამხდარიყვნენ სისხლის დონორები. კომპანიის თანამშრომლები ასევე მუდმივად ხდებიან დონორები.
  • 2015 წელს , ლიტვაში ჩატარებული 16 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მთავარი სპონსორი Paysera გახდა.
  • 2014 წელს, მაგიდის ფეხბურთის ჩემპიონატი "Paysera studentų lyga" (Paysera studentų lyga) გაიმართა მაგიდის საფეხბურთო კლუბ "Foosin", PI "Sveikas miestas" (ჯანმრთელი ქალაქი) და ლიეტუვის სტუდენტთა ეროვნულ კავშირთან ერთად.
  • 2014 წელს , Paysera-მ ასევე მხარი დაუჭირა "Nike"-ს კონვენციას "We run Vilnius", ვილნიუსის სპორტულ ფესტივალს "Vilnius Challenge", ფონდს "M. K. Čiurlionio fondas", დედათა და ბავშვთა ბაზრობას "Mamų mugė" და ვილნიუსის ქალაქის დღესასწაულს "Sostinės dienos" ( დედაქალაქის დღეები) და მისი ბაზრობა.
  • 2013 წელს, Paysera გახდა პროექტის "Misija Sibiras" (მისია ციმბირის) სპონსორი, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში მოქალაქეობისა და პატრიოტიზმის გაღრმავებას.
  • 2013 წელს, Paysera-მ აქტიური წვლილი შეიტანა მარათონის მომზადებაში ვილნიუსში, კაუნასში, ტრაკაიში, დრუსკინინკაიში და ნიდაში. ჩვენ გავხდით ოლიმპიური მილის გარბენის ოფიციალური პარტნიორები.
  • 2012 წელს , Paysera-მ თავისი წვლილი შეიტანა კლოუნით თერაპიის მოხალისეების პროექტში "Klounai be sienų" (კლოუნები საზღვრებს გარეშე) სახელწოდებით "Raudonos nosies diena" (წითელი ცხვირის დღე)